ამბროლაურში ავტომობილი არასრულწლოვანს დაეჯახა, ის კლინიკაშია გადაყვანილი

ამბროლაურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი არასრულწლოვანს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი კლინიკაში კონტაქტურ მდგომარეობაში გადაიყვანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ხელისუფლებამ დაინახა რომ პოლიტიკური პარტიები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, გააუქმებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
„ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის