სოფიო ხორგუანი - ილუზია, რომ შეგვიძლია ერთი არჩევნებით დავასრულოთ და შევცვალოთ რეჟიმი, არ გვაქვს - რეჟიმთან ბრძოლა არის ხანგრძლივი პროცესი და მედგრად ვდგავართ, არ ვირხევით ვითარცა ლერწამნი და არ ვთრთით, როგორც ვერხვის ფოთოლნი

[არჩევნებში მონაწილეობა] იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვჯერა იმისა, რომ მივალთ და დავამარცხებთ „ქართულ ოცნებას“ და იმ დღეს ჩამოიშლებიან, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, სოფიო ხორგუანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

სოფიო ხორგუანის განმარტებით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არის აქტიური ბრძოლის გზა.

„ყველაზე ნაკლებად კომფორტულია, როცა პირდაპირ მიდიხარ ომში, ბრძოლაში, ამ საზიზღარ რეჟიმთან, რომელიც ყველაფერზე მიდის და ყველა სიბინძურეს კადრულობს, უკადრებელს კადრულობს. ეს არის ჩვენი ბრძოლის გზა. რაც შეეხება შედეგს, ილუზია იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთ დღეში, ერთი არჩევნებით დავასრულოთ და შევცვალოთ რეჟიმი, არ გვაქვს. ეს[არჩევნებში მონაწილეობა] იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვჯერა იმისა, რომ მივალთ და დავამარცხებთ [ქართულ ოცნებას] და იმ დღეს ჩამოიშლებიან. ჩვენ გვესმის, რომ რეჟიმთან ბრძოლა არის ხანგრძლივი პროცესი და ამ ხანგრძლივი პროცესისთის ჩვენ მზად ვართ, ჩვენ გვაქვს ამის გამძლეობა და მედგრად ვდგავართ. არ ვირხევით ვითარცა ლერწამნი და არც ვთრთივართ როგორც ვერხვის ფოთოლნი, მყარად ვდგავართ ჩვენ პოზიციაზე და ვიცით რას ვაკეთებთ, რატომ ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ. ეს არის აქტიური ბრძოლის გზა“, - განაცხადა სოფიო ხორგუანმა.

სოფიო ხორგუანის თქმით, თუ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს ოპოზიცია, მაშინ „ოცნება“ სასურველ შედეგს დაიწერს, რადგან „გაყალბების შესაძლებლობა გაცილებით მეტია, როცა ხალხი არ მიდის არჩევნებზე“.

„ჩვენ არც [ლეგიტიმაციის] აღიარებას ვაპირებთ და არც თანამშრომლობას, ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას. გაყალბების შესაძლებლობა გაცილებით მეტია, როცა ხალხი არ მიდის არჩევნებზე. ჩვენ თუ არ შევალთ არჩევნებში, რამდენიმე სატელიტს შეიყვანს, ჩაატარებს არჩევნებს და იმ შედეგებს, რასაც დაიწერს რამდენიმე თავისი სატელიტით, გამოიყენებს თავისი სტატუს-კვოს შესანარჩუნებლად და გამოიყენებს სალაპარაკოდ, რომ „ნახეთ, მართლა 1 200 000 ვართ, ნახეთ მართლა მოვიგეთ, არაფრის მაქნისები არ არიან, ლეგიტიმურები ვართ“, - განაცხადა ხორგუანმა.

როგორც გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ სოფიო ხორგუანმა განაცხადა, მას სჯერა, რომ „შესაძლებელია, რეჟიმს ბევრი რამ დავათმობინოთ“.

„ბოლო არჩევნების შემდეგ საქართველოს მოქალაქეების უფრო მეტმა ნაწილმა დაინახა რამდენად საშიშია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა და მათი აბსოლუტური ძალაუფლება. თუ ვინმეს იმედი შეიძლება მქონდეს რეჟმთან, ავტოკრატიასთან ბრძოლისას, ეს არის ხალხი და ხალხის პროტესტი, რომელიც უფრო მეტად გამოხატავს თავის პოზიციას. არ მომწონს, როცა უძლეველად გამოჰყავთ ივანიშვილი, თითქოს მას არაფრის ეშინია და ვერასოდეს დავამარცხებთ, მე ამის არ მჯერა“, - განაცხადა ხორგუანმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს