გამოცემა Axios - დონალდ ტრამპი ნატო-ს მოკავშირეებისთვის იარაღის მიყიდვას იმ პირობით გეგმავს, რომ ისინი შემდეგ მას უკრაინას გადასცემენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეგმავს ნატო-ს მოკავშირეებისთვის იარაღის მიყიდვას იმ პირობით, რომ ისინი შემდეგ მას უკრაინას გადასცემენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Axios ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ეს არის ტრამპის მხრიდან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილება, რადგან ის სულ უფრო იმედგაცრუებულია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინით.

როგორც ამერიკის პრეზიდენტმა მედიასთან განმარტა, ამერიკული შეიარაღების თანხას სრულად ალიანსი გადაიხდის.

„ნატო 100%-ით აფინანსებს ამ იარაღს. რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ ვაგზავნით შეიარაღებას ნატო-ში და შემდეგ ნატო ამ იარაღს უკრაინას გადასცემს. ალიანსი ამ შეიარაღების სრულ ღირებულებას აანაზღაურებს. ვაგზავნით „პეტრიოტებს“ ნატო-ში, შემდეგ ნატო მათ გაანაწილებს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა