ექიმ გიორგი ახობაძის ადვოკატი - ექსპერტმა დაადასტურა, რომ ნერწყვია გადასული შესაფუთ მასალაზე, ეს გარემოება კი ამყარებს ჩვენს პოზიციას, რომ მას ნარკოტიკთან შეხება არ ჰქონია

ექსპერტმა დაადასტურა, რომ ნერწყვია გადასული შესაფუთ მასალაზე, ეს გარემოება კი ამყარებს ჩვენს პოზიციას, რომ მას ნარკოტიკთან შეხება არ ჰქონია, - ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის ადვოკატმა, მარიამ მაძღარაშვილმა განაცხადა.

„დღევანდელ პროცესზე, დაცვის მხარის მტკიცებულებები გამოვიკვლიეთ, კერძოდ დავკითხეთ ჩვენ მიერ დანიშნული ექსპერტიზის პასუხზე ექსპერტები, რომლებმაც დაგვიდასტურეს, რომ შესაფუთ მასალაზე გადასული იყო ნერწყვი. ეს მნიშვნელოვანი გარემოებაა, რადგან გიორგი აცხადებს, რომ მას დაკავების მომენტში პირის ღრუდან ნერწყვის ნიმუში ძალით, ხელთათმანიანი ხელის გამოსმით აუღეს, რადგან მისი დნმ-ის კვალი გადაეტანათ შესაფუთ მასალაზე. ექსპერტმა დაადასტურა, რომ ნერწყვია გადასული შესაფუთ მასალაზე, ეს გარემოება კი ამყარებს ჩვენს პოზიციას, რომ მას ნარკოტიკთან შეხება არ ჰქონია“, - განაცხადა მარიამ მაძღარაშვილმა.

შემდეგ სასამართლო სხდომაზე, რომელიც 16 ივლისს ჩაინიშნა, გამოიკითხება ბრალდებული გიორგი ახობაძე, რის შემდეგაც მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ.

ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე