ნიკა კაცია მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს - მაინტერესებს, გუშინ მშვიდად გეძინათ თუ არა იმ უსამართლო განაჩენის შემდეგ, რომელიც საბა ჯიქიას გამოუტანეთ?

მართლა მაინტერესებს, გუშინ მშვიდად გეძინათ თუ არა იმ უსამართლო განაჩენის შემდეგ, რომელიც საბა ჯიქიას გამოუტანეთ? - ამ სიტყვებით მიმართა ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ჟურნალისტმა ნიკა კაციამ მისი საქმის მოსამართლეს, თამარ მჭედლიშვილს, რომელმაც გუშინ, აქციებზე დაკავებულ 19 წლის საბა ჯიქიას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

მისივე თქმით, „რეჟიმი სიმართლეს ვერასდროს დააბნელებს“.

„პირველ რიგში, სოლიდარობა საბა ჯიქიას, ვერასდროს რეჟიმი ვერ დააბნელებს სიმართლეს... ასევე აუცილებლად მინდა, შევეხო იმ თემას, რომელიც ჩემთვის, როგორც კოლეგისთვის არის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ 4 წელი გავიდა ჩემი კოლეგის, ჩემი მეგობრის, ჩემი კურსელის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან, რომელიც მოკლა რეჟიმმა.

ასევე სამძიმარი მინდა გამოვუცხადო, და გადაეცით აუცილებლად ყველანაირი ფორმით, ონისე ცხადაძის ოჯახს, რომლის მკვლელობამაც რეჟიმის მხრიდან ძალიან, ძალიან დამთრგუნა და ძალიან იმოქმედა.

მართლა მაინტერესებს, გუშინ მშვიდად გეძინათ თუ არა იმ უსამართლო განაჩენის შემდეგ, რომელიც საბა ჯიქიას გამოუტანეთ“, - განაცხადა კაციამ.

ამ წუთებში ჩვენებას სასამართლოში კაციას დედა, მარინა აფციაური აძლევს.

„დედა, მიყვარხარ. ასე გამოიყურება რუსული რეჟიმის სახე - ცამდე მართალი შვილის დედა სასამართლოში დგას", - განაცხადა კაციამ დედის სხდომის დარბაზში შესვლისთანავე. აღნიშნულის შემდეგ მოსამართლემ მას შენიშვნა მისცა.

„ნუ მიწევთ წარბებს, არ მეშინია თქვენი. დედაჩემს რომ ვეუბნები მიყვარხარ-მეთქი, ესაა წესრიგის დარღვევა? დედა არ გყავთ?“, - მიმართა კაციამ მჭედლიშვილს, რასთან დაკავშირებითაც მან ბრალდებულს დამშვიდებისკენ მოუწოდა.

„თქვენ თვითონ ხართ დასამშვიდებელი“, - მიმართა მოსამართლეს კაციამ, რის შემდეგაც მჭედლიშვილმა უთხრა, რომ „სასამართლო შენიშვნას აძლევდა“.

ცნობისთვის, ნიკა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკუშა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე