პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ ჯგუფურად განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ბრალდებულებს 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და ჯგუფურად განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქმე ეხება გასული წლის თებერვალში მომხდარ დანაშაულს, რომლის შემდეგაც გამოძიება ბრალდებულებს ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავებოდა, პირველმა ინსტანციამ კი ერთი ბრალდებული დამნაშავედ განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა და ტარების მუხლებით ცნო, მეორე კი, რომელიც ამ დრომდე მიმალვაშია, განზრახ მკვლელობაში დახმარების მუხლით.

„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2024 წლის 18 თებერვალს, ღამის საათებში, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში, ბრალდებულ ბ.ს.-ს შელაპარაკება მოუხდა დაზარალებულთან. აღნიშნულით განაწყენებული დაუკავშირდა თავის მეგობარს ა.შ.-ს, მოუყვა მომხდარის შესახებ და დახმარება სთხოვა. იმავე ღამეს, ბრალდებულები, თბილისში ავტომობილით მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი იარაღით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც დაზარალებული მეგობართან ერთად ქუჩაში დაინახეს. მძღოლმა ავტომანქანა გააჩერა, ხოლო მის გვერდით მჯდომი ბრალდებული გადავიდა ავტომანქანიდან და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა დაზარალებულს. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ბ.ს. დამნაშავედ ცნო 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა და ტარება) და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო მეორე ბრალდებული ა.შ., რომლის მიმართ ძებნაა გამოცხადებული 25,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობაში დახმარება) ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურამ აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა და ორივე მსჯავრდადებულს 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში