შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე - ვერანაირად ვერ გახდა ქართველი, აიღო ქართული პასპორტი, აქვს ქართული სისხლი ძარღვებში, მაგრამ არ აქვს ქართული გონი, სული და ხასიათი, არ აქვს ბმა იმასთან, რაც ნიშნავს, იყო ამ ქვეყნის შვილი

იცით, რომ ქალბატონი სალომე უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო, იქ დაბადებული, გაზრდილი და როგორც ჩანს, ვერანაირად ვერ გახდა ქართველი. აიღო ქართული პასპორტი, აქვს ქართული სისხლი ძარღვებში, მაგრამ მას არ აქვს ქართული გონი, ქართული სული და ქართული ხახიათი, არ აქვს ბმა იმასთან, რაც ნიშნავს იყო ქართველი, იყო ამ ქვეყნის შვილი და მის დამოუკიდებლობაზე ზრუნავდე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით მან საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, არჩევნები საერთაშორისო ადმინისტრაციამ უნდა ჩაატაროს.

პაპუაშვილის თქმით, ახლა სალომე ზურაბიშვილს „ქვეყნის დამოუკიდებლობის წყალში გადაყრა უნდა“.

„ის, რასაც ის [ზურაბიშვილი] ამბობს, ეს არის სირცხვილი, როცა ყოფილი პრეზიდენტი, საქართველოს დამოუკიდებლობის 34 წლის თავზე ამბობს, ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვეულებრივი ვასალი ქვეყანა, ან არ შემდგარი ქვეყანა, ან არარსებული წარმონაქმნი, რომელსაც სხვები ჩაუტარებენ არჩევნებს, სხვები დაუნიშნავენ მოსამართლეებს, ის კი ამბობს ამას, მაგრამ ამაში ახალი არაფერია, ამას გვაპარებდნენ ჩვენ ნელ-ნელა, როცა გვეუბნებოდნენ, ჩვენი დაფინანსებული ორგანიზაციები უნდა იყვნენ გადამწყვეტი, ვინც მოსამართლეებს, ცესკო-ს დაგინიშნავსო. ქალბატონმა სალომემ რაც გააკეთა, იმით გაყიდა სინამდვილეში, რა არის სხვების გეგმები საქართველოსთან მიმართებით, რომ გარედან ვიმართებოდეთ, თითქოს, აქ პირველი თემური წყობილებაა და არ შეგვიძლია, ჩვენი ქვეყანა ჩვენ თვითონ ვმართოთ, რაც სირცხვილია. საკუთარი ერის ამ დონეზე დაკნინება, იმ ერის, რომელმაც ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანაზე ადრე შექმნა ევროპული ყაიდის სახელმწიფო, 1918-21 წლების რესპუბლიკას ვგულისხმობ, ახლა ჩვენ უნდა მოგვადგეს ვიღაც უცხო ქვეყანა და გვიტაროს არჩევნები? ამ დონეზე ზოგიერთი კანიდატი ქვეყანა ბრიუსელს მიყვანილი ჰყავს, მაგრამ ეს განზრახვები თუ აქვს ჩვენს მიმართ, აბა რაღად გვინდოდა დამოუკიდებლობა, საბჭოთა კავშირს იმიტომ დავეხსენით, რომ ჩვენ ჩვენს თავს ვყოფილიყავით მიყუდნებული, ახლა ქალბატონ სალომეს უნდა, რომ ეს ყველაფერი წყალში გადაყაროს, რასაც ჩვენი დამოუკიდებლობა ჰქვია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე