გარდაბნის კრიმინალური პოლიციის უფროსის, გიორგი ჯანიკაშვილის განცხადებით, სამსახურებრივი ფორმა სისხლით დაესვარა მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი ქვა თავის არეში ძლიერად მოხვდა, თუმცა „ტანსაცმელი სახლში მისვლის შემდეგ გარეცხა“

28-წლიანი გამოცდილების მქონე პოლიციელმა, თან განყოფილების უფროსი ხართ, ნივთმტკიცება გარეცხეთ? - ამ კითხვით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა ერთ-ერთმა ადვოკატმა ელგუჯა ავსაჯანიშვილმა გარდაბნის კრიმინალური პოლიციის უფროსს გიორგი ჯანიკაშვილს მიმართა.

მას საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს. როგორც ჯანიკაშვილმა საკუთარ ჩვენებაში აღნიშნა, აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი ქვა თავის არეში მოხვდა, თან ისეთი სიმძიმით, რომ გონება დაკარგა და წაიქცა, შედეგად კი ნაკერები დაადეს.

ადვოკატი დაინტერესდა, დაისვარა თუ არა მისი სამსახურებრივი ფორმა სისხლით, რაზეც პოლიციელმა დადებითი პასუხი გასცა.

„გამომძიებელს წარუდგინეთ?“, - მიმართა ადვოკატმა ისევ ჯანიკაშვილს, რაზეც მან უარყოფითი პასუხი გასცა.

„არა, სახლში რომ წავედი, გავრეცხე“, - განაცხადა პოლიციელმა.

აღნიშნულის შემდეგ, მას ავსაჯანიშვილმა კვლავ კითხვით მიმართა.

„28 წლიანი გამოცდილების მქონე პოლიციელმა, თან განყოფილების უფროსი ხართ, ნივთმტკიცება გარეცხეთ?“, - იკითხა ადვოკატმა.

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის