ბერდია სიჭინავა ბაჩიაშვილზე ძალადობაზე - ეს არის პოლიტიკური და პერსონალური შურისძიების აქტი - ციხეში ნებისმიერ პატიმარზე სახელმწიფოს ეფექტური კონტროლი ხორციელდება, ამიტომ ეს პირდაპირ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა

ეს არის პოლიტიკური და პერსონალური შურისძიების აქტი ბაჩიაშვილთან მიმართებით - ციხეში ნებისმიერ პატიმარზე სახელმწიფოს ეფექტური კონტროლი ხორციელდება, ამიტომ ეს პირდაპირ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა და საინტერესოა, რა პასუხები ექნება, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ციხეში გიორგი ბაჩიაშვილზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

სიჭინავას თქმით, აღნიშნული ფაქტი იმ ადამიანების პასუხისმგებლობაა, ვინც ჯერ ბაჩიაშვილი დაატყვევა, შემდეგ კი ქვეყანაში გაურკვეველ ვითარებაში ჩამოიყვანა.

„სამწუხარო ფაქტია. ეს არის პოლიტიკური და პერსონალური შურისძიების აქტი ბაჩიაშვილთან მიმართებით. იცით, როდესაც ფულს ეხება [საქმე], როგორი დაუნდობელია „ოცნების“ მეპატრონე და „ოცნების“ რეჟიმი საკუთარ თანაგუნდელებს როგორ იმეტებს. შესაბამისად, ეს არის კონკრეტულად იმ ადამიანების პასუხისმგებლობა, რომლებმაც ჯერ ბაჩიაშვილი დაატყვევეს, შემდეგ ქვეყანაში გაურკვეველ ვითარებაში ჩამოიყვანეს. აქ უამრავი დანაშაული იკვეთება, მძევლად ხელში ჩაგდებიდან დაწყებული, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით გაგრძელებული. ახლა კიდევ ციხეში ანგარიშსწორება, სადაც ნებისმიერ პატიმარზე სახელმწიფოს ეფექტური კონტროლი ხორციელდება. ეს პირდაპირ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა და საინტერესოა, რა პასუხები ექნება სახელმწიფოს. თუმცა ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანაში დღეს სამართლიანობა არ არსებობს, სამართლიანი წესრიგი არ არსებობს. ქვეყანა იმართება ერთადერთი პრინციპით - როგორმე მოხდეს ივანიშვილის ძალაუფლებაში შენარჩუნება და მისი ფულის გადარჩენა. სხვა პრინციპი არ არსებობს, სხვა პრინციპი არ ამოძრავებს არც ერთ ადამიანს, არც ირაკლი კობახიძეს, არც მის დაჯგუფებას და ა.შ.“,- განაცხადა სიჭინავამ.

ამასთან, სიჭინავა გამოეხმაურა, 20 ივნისთან დაკავშირებით, პროკურატურის მიერ საგამოძიებო მოქმედებების წარმოებას და აღნიშნა, რომ ეს პროცესი „თავიდან ბოლომდე ფარსია“.

„ეს თავიდან ბოლომდე ფარსია. საერთოდ პირველი შემთხვევაა, როდესაც საგამოძიებო უწყება, ფაქტობრივად, პოლიტიკურად განმარტავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას. თუ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში საუბარია საგამოძიებო პროცედურულ ნაწილში დარღვევაზე და ამ მხრივ, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების აუცილებლობაზე, კი ბატონო, ამას მივესალმებით. თუმცა ფარსია, რომ 6 წლის თავზე ხელთათმანებით კეტავენ [რუსთაველს], თურმე რაღაც კვალს იღებენ რუსთაველის გამზირიდან და საგამოძიებო ექსპერიმენტის მიზნით, მთელი რუსთაველი არის გადაკეტილი, ეს არის პოლიტიკური სანახაობა და პოლიტიკური შურისძიების წინასწარ დაანონსებული აქტი გიორგი გახარიას მისამართით. არასდროს გაქცევია გიორგი გახარია არც ერთ შეკითხვაზე პასუხს. შესაბამისად, 20 ივნისთან დაკავშირებითაც ჩვენი მხრიდან იქნება ადეკვატური პასუხები გაცემული. ამიტომ, ამ ფარსს მოეშვან და რეალურად იმოქმედონ კანონის შესაბამისად. თუ რამე კითხვის ნიშნები არსებობს, ამ კითხვის ნიშნებზე პასუხის გაცემის წინააღმდეგი არავინ არ არის. შესაბამისად, დაველოდებით კონკრეტულ პროცესებს“,- განაცხადა სიჭინავამ.

ინფორმაციისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა.

როგორც გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, მასზე ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს,თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში