დონალდ ტრამპი - თუ რუსეთთან 50 დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, მაშინ მოსკოვს 100%-მდე ტარიფებს დავუწესებთ

თუ რუსეთთან 50 დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, მაშინ მოსკოვს 100%-მდე ტარიფებს დავუწესებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენ ძალიან მკაცრ ტარიფებს დავაწესებთ, თუ 50 დღეში შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, დაახლოებით 100%-იან ტარიფებს, მეორად ტარიფებს, თქვენ იცით, რას ნიშნავს ეს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტით, ვლადიმერ პუტინით „ძალიან იმედგაცრუებულია“.

„ვფიქრობდი, რომ შეთანხმებას ორი თვის წინ მივაღწევდით, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ასე არ მოხდა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა