კაია კალასი - ჩვენ მიერ შეთავაზებული სანქციების სია ორ მოსამართლესაც მოიცავს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით მათ მიერ შეთავაზებული სანქციების სია მოსამართლეებსაც მოიცავს.

„დიახ, შევთავაზეთ სია, რადგან ვხედავთ, რომ ახალგაზრდა მომიტინგეების წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენები მართლაც ძალიან, ძალიან, არაპროპორციულია, ამიტომ ცხადია, რომ სასამართლო სისტემაც ამ აპარატის ნაწილია. ასე რომ, დიახ, სანქციების პაკეტში ორი მოსამართლეა. ჩვენ ამას განვიხილავთ. როგორც იცით, ადრე გვქონდა ბლოკირება, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ასევე განვიხილავთ ჩვენს სამუშაო მეთოდებს და მოგვიანებით გავაგრძელებთ ამას“, - განაცხადა კალასმა „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის შემდეგ შეკითხვაზე: „ადასტურებთ თუ არა, რომ შეთავაზეთ მიზნობრივი სანქციების სია და ეს სია მოსამართლეებსაც მოიცავს?“

მისი თქმით, თუ სანქციებთან დაკავშირებით ერთსულოვნებას ვერ მიაღწევენ, მის დამტკიცებას ვერ შეძლებენ.

„ვცდილობთ, მაგრამ თუ ბლოკირებას ვერ დავძლევთ, მაშინ ვერ შევძლებთ. თუმცა, დღეს გვექნება წერილი, რომელიც საქართველოს გაეგზავნა უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით. მათ გარკვეული პირობები უნდა შეასრულონ და თუ ეს პირობები ვადაში არ იქნება შესრულებული, მაშინ უვიზო რეჟიმის შეჩერება მოგვიწევს“, - აღნიშნა კალასმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა