რობინ დანიგანი - ამერიკელი და ქართველი ხალხის კავშირი გაუტეხელია, საქართველოს ადგილი დასავლური დემოკრატიების ოჯახშია - საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ! მადლობა, რომ გამიღეთ თქვენი სახლის კარი და შეხვედრამდე!

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი. დიდი მადლობა და შეხვედრამდე! - ამის შესახებ აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი გამოსამშვიდობებელ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

დანიგანი აღნიშნავს, რომ საქართველოს ადგილი დასავლური დემოკრატიების ოჯახშია, ამერიკელი და ქართველი ხალხის განსაკუთრებული კავშირი კი, გაუტეხელია.

„მსურს, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით, რომ დაგემშვიდობოთ და მადლობა გადაგიხადოთ. ჩემი 33-წლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში მსოფლიოს გარშემო არასოდეს შევხვედრივარ ქართველებივით თბილ, სტუმართმოყვარე და დიდსულოვან ხალხს. მადლობა, რომ გაგვიღეთ თქვენი გულისა და სახლის კარი მე და ჩემს ოჯახს. მადლობა, რომ გამიზიარეთ თქვენი გულითადი სადღეგრძელოები და გემრიელი სუფრა, თქვენი დიდებული პოლიფონიური სიმღერა და თქვენი უნიკალური კულტურა. ჩვენ მოვიარეთ ეს ულამაზესი ქვეყანა სვანეთიდან უშგულამდე, კახეთიდან თუშეთამდე და თბილისის ყველა კუთხის ჩათვლით და სადაც არ უნდა წავსულიყავით, ყველგან საკუთარი ოჯახივით გვიღებდნენ. განცვიფრებულები ვართ თქვენი გულუხვი სტუმართმოყვარეობით.

ვიცი, რომ ამერიკელი და ქართველი ხალხის განსაკუთრებული კავშირი გაუტეხელია და ვიცი, რომ საქართველოს ადგილი დასავლური დემოკრატიების ოჯახშია. ერთად მუშაობით, ვიცი, რომ ჩვენი შვილებისთვის უკეთესი მომავლის შექმნა შეგვიძლია. საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი. დიდი მადლობა და შეხვედრამდე!“- განაცხადა რობინ დანიგანმა.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა 5 ივნისს განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. მისი თქმით, მიიღო პირადი გადაწყვეტილება, რომ დიპლომატიურ საქმიანობას ჩამოშორდეს და პენსიაზე გავიდეს. როგორც დანიგანმა აღნიშნა, მისი გაწვევა აშშ-ის მთავრობას არ მოუთხოვია.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე