კახა კალაძე გიორგი ბაჩიაშვილზე - ძალიან ცუდია, როდესაც მსჯავრდებულები ერთმანეთს უპირისპირდებიან - გამოძიება დაწყებულია და ყველაფერს შესაბამისი პასუხი გაეცემა

ძალიან ცუდია, როდესაც მსჯავრდებულები ერთმანეთს უპირისპირდებიან - გამოძიება დაწყებულია და ყველაფერს შესაბამისი პასუხი გაეცემა, - ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელზე, გიორგი ბაჩიაშვილზე თავდასხმას.

„გუშინ, მე პენიტენციური სამსახურის განცხადება [გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით] მოვისმინე. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, როდესაც მსჯავრდებულები ერთმანეთს უპირისპირდებიან. ერთმანეთს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ, ეს ძალიან მძიმეა. გამოძიება დაწყებულია და ყველაფერს შესაბამისი პასუხი გაეცემა”, - აღნიშნა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, ციხეში მომხდარი „ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოუწყვეს“, კალაძე ამბობს, რომ „ამასთან დაკავშირებით ყველანაირი სპეკულაცია შეიძლება“.

ინფორმაციისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა. როგორც გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, მასზე ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს, თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს