დიმიტრი პესკოვი - ვაშინგტონისა და ნატო-ს ქვეყნების გადაწყვეტილებებს კიევი ომის გაგრძელების სიგნალად აღიქვამს

ვაშინგტონისა და ნატო-ს ქვეყნების გადაწყვეტილებებს კიევი ომის გაგრძელების სიგნალად აღიქვამს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც „უკრაინისთვის იარაღის გასაგზავნად ნატო-სთან შეთანხმებას მიაღწია“.

„დანამდვილებით ერთი რამის თქმა შეიძლება: როგორც ჩანს, ვაშინგტონში, ნატო-ს ქვეყნებსა და ბრიუსელში მიღებულ მსგავს გადაწყვეტილებებს, უკრაინული მხარე არა მშვიდობის სიგნალად, არამედ ომის გაგრძელების სიგნალად აღიქვამს“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, გუშინ, დონალდ ტრამპის მიერ თეთრ სახლში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრაზე გაკეთებული განცხადებები „ძალიან სერიოზულია“.

„აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებები ძალიან სერიოზულია, ზოგიერთი მათგანი პირადად პრეზიდენტ პუტინისკენ არის მიმართული. ჩვენ დრო გვჭირდება, რათა გავაანალიზოთ ის, რაც ვაშინგტონში ითქვა“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მარკ რუტესთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტით, ვლადიმერ პუტინით „ძალიან იმედგაცრუებულია“.

„პუტინთან ბევრს ვსაუბრობ და საუბრის შემდეგ ყოველთვის ვამბობ, რომ ეს კარგი სატელეფონო ზარი იყო. თუმცა, ამის შემდეგ კიევისა და სხვა ქალაქების მიმართულებით რაკეტებს უშვებენ. როცა ეს სამჯერ და ოთხჯერ ხდება, შემდეგ უბრალოდ ამბობ, რომ საუბარს აზრი აღარ აქვს. მასთან ჩემი საუბრები ყოველთვის სასიამოვნოა. როცა სახლში ვბრუნდები პირველ ლედის ვეუბნები, რომ დღეს ვლადიმერთან მშვენიერი საუბარი მქონდა. ის კი მეუბნება: მართლა? ახლახან კიდევ ერთი ქალაქი დაბომბეს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე