ადვოკატი - პროკურატურამ კიდევ ერთხელ განიცადა კრახი, გამოაცხადა კაპიტულაცია, შეეჩვივნენ, ხასიათში გადაუვიდათ - ვიდეომასალებითაც არაფერი დასტურდება, გარდა იმისა, რომ ადამიანები იმყოფებოდნენ აქციაზე

პროკურატურამ კიდევ ერთხელ განიცადა კრახი, კიდევ ერთხელ გამოაცხადა კაპიტულაცია, შეეჩვივნენ, ხასიათში გადაუვიდათ. გამოკვლეული ვიდეომასალებითაც არაფერი დასტურდება, გარდა იმისა, რომ ადამიანები იმყოფებოდნენ აქციაზე , - ამის შესახებ საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ განაცხადა.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მან მედიასთან შეაფასა პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი ვიდეომტკიცებულებები და აღნიშნა, რომ მტკიცებულებები ბრალდების დასამტკიცებლად საკმარისი არ არის.

“როცა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვამბობდით, რომ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს და პასუხად ბრალდება ამბობდა, რომ “მე მაქვს ვიდეობი”, ყველამ ვნახეთ, რომ ვიდეოები არ არსებობს. ვიდეობში არის ვიღაცის მხრიდან ორმხრივი გინება და ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ვინმე 4-დან 6 წლამდე ან 7 წლით ჩასვა ციხეში - ამაზე ყველა ვთანხმდებით. პროკურატურამ კიდევ ერთხელ, განიცადა კრახი, კიდევ ერთხელ გამოაცხადა კაპიტულაცია, შეეჩვივნენ, ხასიათში გადაუვიდათ, გამოკვლეული ვიდეომასალებითაც არაფერი დასტუდება, გარდა იმისა, რომ ადამიანები იმყოფებოდნენ აქციაზე და ამას არავინ უარვყოფდით. დღეს, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ კომენტარები, რომ არსებობს მითიური ვიდეობი, რომლებიც არ არის ამოღებული, გამოკვლელი, საქმეზე დამაგრებული და ისინი უნდა აღწერდნენ დანაშაულს. მსგავსი არაფრის გამოკვლევა არ მომხდარა და ეს იხილა დარბაზმა” , - განაცხადა ომარ ფურცელაძემ.

მან ასევე ისაუბრა სასამართლო სხდომაზე დღეს მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტზრ, ვალერიან მესხზე.

“ეს იყო ადამიანი, რომელმაც ხელი მოაწერა შემდეგი შინაარსის დასკვნებს, რომ “მწვანე უდრის შავს” და თქვა, რომ 21 წელია ექსპერტი ვარ და რომ გეუბნებით, “თეთრი და ყავისფერი, მწვანე და შავი იდენტურია”, დამიჯერეთო. რეალურად, ეს იყო შურის მაძიებლის ამპლუაში მოსული, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელი არ არის საკუთარ თავს უწოდებდა პოლიციელს და ყველა დაზარალებული პოლიციელის ნაცვლად აპირებდა შუსრისძიებას. იყო ვიღაც გაბოროტებული ადამიანი. იმედი მაქვს, რონ ოდესმე ვიცხოვრებთ ისეთ ქვეყანაში, რომლის მოქმედებაც სამართლევრივად შეფასდება”. განაცხადა ომარ ფურცრლაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძეს და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე