ელენე ხოშტარია - საერთო ბრძოლის, გაუტეხლობის შედეგია, რაც კაია კალასისგან მოვისმინეთ, რომ ევროპამ „ქართულ ოცნებას“ 8 მოთხოვნით მიმართა - მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ევროკავშირი და „ქართული ოცნება“ შეუთავსებელია

სწორედ ჩვენი საერთო ბრძოლის, რუსთაველზე დგომის, გაუტეხლობის შედეგია ის, რაც კაია კალასისგან მოვისმინეთ, რომ ევროპამ „ქართულ ოცნებას“ კონკრეტული 8 მოთხოვნით მიმართა იმისთვის, რომ ურთიერთობების გაგრძელება შესაძლებელი იყოს - გუშინ მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ევროკავშირი და „ქართული ოცნება“ შეუთავსებელია, ეს ორი ერთად შეუძლებელია, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ქვეყანა კარგავს არამხოლოდ ევროპის პერსპექტივას, არამედ იმ მონაპოვარსაც, რომელიც ათწლეულების ბრძოლით არის მოპოვებული და რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

„ეს არის გზავნილი, რომ ამ ბრძოლაში მარტო არ ვართ და მსოფლიოში წამყვანი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმავე მოთხოვნებს უყენებენ „ქართულ ოცნებას“. ამასთანავე, გუშინ მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ევროკავშირი და „ქართული ოცნება“ შეუთავსებელია - ეს ორი ერთად შეუძლებელია. „ქართული ოცნების“ პირობებში ვკარგავთ არამხოლოდ ევროპის პერსპექტივას, არამედ იმ მონაპოვარსაც, რომელიც ათწლეულების ბრძოლით არის მოპოვებული და რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის უვიზო მიმოსვლა და ის სიკეთეები, რაც მიუხედავად პოლიტიკური პოზიციისა, ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მონაპოვარის დაცვისთვის, იმისთვის, რომ საქართველო ევროპულ გზაზე დაბრუნდეს, იმისთვის, რომ სამართლიანობა დაბრუნდეს საქართველოში და იმისთვის, რომ ჩვენ წარმატებული ევროპული სახელმწიფო ვიყოთ, უნდა ვებრძოლოთ „ქართულ ოცნებას“, რომელიც ამ მომავალთან შეუთავსებელია. ამ ბრძოლის ერთადერთი გზა არის წინააღმდეგობა, ართანამშრომლობა, რეჟიმის იზოლაცია და დემონტაჟი.

19 ივლისს, შაბათს, 19:00 საათზე ვიკრიბებით თსუ-სთან აქციაზე, რომელიც ზუსტად ამ დიდი წინააღმდეგობის ამოცანებს ემსახურება“, - განაცხადა ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, ბრიუსელში, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ისაუბრა საქართველოსადმი გაგზავნილ წერილზე და განაცხადა, რომ საქართველოს აგვისტოს ბოლომდე აქვს “დედლაინი“ შეასრულოს რეკომენდაციები. კალასის თქმით, ეს არის რეკომენდაციები, რომლებიც საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ანგარიშშია მოცემული. რაც შეეხება ევროკავშირის რეაგირებას, თუ რეკომენდაციები არ შესრულდება, კალასის თქმით, ამას შედეგები მოყვება, რათა საზოგადოებამაც დაინახოს, რომ "მისი მთავრობა ევროპულ გზაზე არ არის და კანდიდატის სტატუსს სერიოზულად არ აღიქვამს".

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა