გიორგი ახობაძე - კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ - ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ

კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატიურად მოვიხმარდი, არის შტანგა, - ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ექიმმა გიორგი ახობაძემ პროკურორის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, როდესაც მას შმაგი გობეჯიშვილმა წარსულში ნასამართლეობასთან დაკავშირებით კითხვები დაუსვა.

ახობაძემ ისაუბრა მის წინააღმდეგ წარმოებულ ადმინისტრაციულ საქმეებზეც.

„2019 წლამდე ხდება, რაზეც პროკურორი აკეთებს პედალირებას. მარიხუანას მოხმარებაა ორი ეპიზოდი და ერთხელ MDMA. 2019-ში იყო ბოლო ეპიზოდი. პირველ პროცესზეც განვაცხადე, რომ ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, ეს დავამარცხე. ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ.

ამის შესახებ, სრულფასოვანი გამოძიება რომ ჩაეტარებინა პროკურორს, 3 სხვადახხვა სპორტულ დარბაზში ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში „ფიტპასის“ შესვლა-გამოსვლების რეგისტრაციას ნახავდა, მინიმუმ, კვირაში 3-4-ჯერ.

კი ამბობენ, რომ სისტემატიურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატიურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“… არაფერი დასამალი არ მაქვს, ყველამ ყველაფერი იცის“, - განაცხადა ახობაძემ.

ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს