ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთს სურს, ევროკავშირის წევრი გახდეს - სომხეთი ევროპული სტანდარტების დონეს მიაღწევს

სომხეთს სურს და ისწრაფვის, ევროკავშირის წევრი გახდეს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად დავაფიქსირეთ, რომ ეს რთული პროცესია, რომელიც ყველა წევრის თანხმობას მოითხოვს. ქვეყანამ გარკვეული სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს”, - აღნიშნა ფაშინიანმა.

ფაშინიანის თქმით, აღნიშნული პროცესის ფარგლებში სომხეთში ევროპული სტანდარტების დასაკმაყოფილებლად რეფორმები ხორციელდება.

„არსებობს ორი ვარიანტი: ქვეყანას ან მიიღებენ ევროკავშირში, ან არა. რომც არ მიიღონ, სომხეთი ევროპული სტანდარტების დონეს მიაღწევს“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, ბრიუსელში ბოლო ვიზიტის დროს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი განიხილეს.

ფაშინიანმა თურქეთთან ურთიერთობებზეც ისაუბრა და დასვა შეკითხვა, თუ რისი იმედი აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლების მიერ თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობებით აღშფოთებულები არიან.

„მათ სურთ თქვან, რომ ისეთ ქვეყანასთან, როგორიც თურქეთია, ომის გზას უნდა დავადგეთ? საერთოდ გვესმის, რაზე ვსაუბრობთ?“ - აღნიშნა ფაშინიანმა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს