შინაგან საქმეთა მინისტრმა გორში თავდასხმის შედეგად დაშავებული პოლიციელები მოინახულა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ გორში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი და დაშავებული პოლიციელები მოინახულა. ინფორმაციას შინაგან საქმეათა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა დაზარალებული სამართალდამცველების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო.

„გელა გელაძე კლინიკაში მოთავსებულ პოლიციელებს გაესაუბრა და მათ გამოჯანმრთელება უსურვა.

მინისტრთან ერთად, დაზარალებული სამართალდამცველები პირველმა მოადგილემ, როლანდ მესხმა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, კახაბერ მურადაშვილმა მოინახულეს“, - აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 16 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებზე, რამდენიმე მოქალაქის მხრიდან თავდასხმა განხორციელდა. მომხდარის შედეგად, სამ პოლიციელს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს, ხოლო ერთს სახის არეში სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნება.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მომხდართან დაკავშირებით, ბრალდებულის სახით, 5 პირი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო