GELi-ს ორგანიზებით, მასწავლებლებისთვის ტრენინგების სერია „როგორ ვასწავლოთ ეკონომიკა“ გაიმართა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

ეკონომიკური ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ორგანიზაცია GELi-ს (საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა) ინიციატივით ტრენინგების სერია „როგორ ვასწავლოთ ეკონომიკა“ გაიმართა. მასში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 120-მდე მასწავლებელმა მიიღო.

ტრენინგების ფარგლებში, მონაწილეები ეცნობოდნენ ეკონომიკის სწავლების ინოვაციურ მიდგომებს, ციფრულ ინსტრუმენტებს და მათი გამოყენების მეთოდებს (როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, Kahoot, GooseChase და სხვ.). ამასთან, ტრენინგი მოიცავდა ფინანსურ-ეკონომიკური თამაშებისა და აქტივობების დაგეგმვასა და მათ ეფექტურად განხორციელებას.

ტრენინგები ხუთ ნაკადად გაიმართა:

  • 2 სესია ფიზიკურ ფორმატში ჩატარდა (Radisson RED-ში);
  • 1 სესია ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა;
  • 2 სესია კი ონლაინ, Zoom პლატფორმაზე.

ინიციატივაში მონაწილე მასწავლებლები იღებდნენ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ სწავლობდნენ მიღებული ინფორმაციის პრაქტიკულ გამოყენებას და ერთვებოდნენ ინტერაქციულ აქტივობებში. მათ მიეცათ როგორც წვდომა სასწავლო რესურსებზე, ასევე შესაძლებლობა, კონსულტაციები მთელი წლის განმავლობაში გაიარონ მოწვეულ ეკონომისტებთან და მასწავლებლებთან.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

(R)

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე