შსს-ში აცხადებენ, რომ ისანში ერთი პირი ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით დააკავეს

შსს-ში აცხადებენ, რომ ისანში ერთი პირი ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით დააკავეს

თბილისში, ისნის რაიონში პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განუცხადა, მამაკაცი პოლიციამ სისხლის სამართლის 260-ე მუხლით დააკავა, რაც ნარკოტიკების შეძენა-შენახვას გულისხმობს.

მანამდე დაკავების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ სვამენ ავტომობილში მოქალაქეს.