ვოლოდიმირ ზელენსკიმ მმართველ პარტიას ახალი მინისტრთა კაბინეტი წარუდგინა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მმართველ პარტიას განახლებული მინისტრთა კაბინეტის სია წარუდგინა. ამის შესახებ პარტია “ხალხის მსახურის” ფრაქციის ლიდერი, დავით არახამია “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.

არსებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარტიის სხდომაზე დაახლოებით 30 წუთი იმყოფებოდა, რის დროსაც მადლობა გადაუხადა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს გაწეული სამუშაოსთვის და ახალი პრემიერ-მინისტრი, იულია სვირიდენკო და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები წარადგინა.

განახლებულ მთავრობაში პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობას ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი, მიხაილ ფედოროვი დაიკავებს.

თავდაცვის მინისტრად დენის შმიგალის დანიშვნა იგეგმება.

ეკონომიკის სამინისტრო, ეკოლოგიის სამინისტრო და აგრარული პოლიტიკის სამინისტროს ერთ უწყებად გაერთიანება იგეგმება, რომელსაც ალექსეი სობოლევი უხელმძღვანელებს.

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერად ოლგა სტეფანიშინას ნაცვლად ტარას კაჩკას დანიშვნა იგეგმება.

სოციალური პოლიტიკის სამინისტრო სოციალური პოლიტიკის, ოჯახისა და ერთიანობის სამინისტრო გახდება, რომელსაც დენის ულიუტინი უხელმძღვანელებს.

ენერგეტიკის სამინისტროს გერმან გალუშჩენკოს ნაცვლად სვეტლანა გრინჩუკი უხელმძღვანელებს. თავად გალუშჩენკო კი იუსტიციის მინისტრი გახდება.

კულტურის მინისტრის კანდიდატურა ამ მომენტისთვის შერჩეული არაა.

განახლებული მთავრობის წევრებისთვის კენჭისყრა 17 ივლისის საპარლამენტო სხდომაზე იგეგმება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს