ბაიბა ბრაჟე დონალდ ტრამპს - არ არსებობს არანაირი ნიშანი, რომ პუტინს მშვიდობა სურს - საჭიროა სანქციების დაუყოვნებლივ დაწესება

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბაიბა ბრაჟეს განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას 50 დღე არ უნდა დაელოდოს, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.

„ეს უფრო ადრე უნდა მოხდეს“, - განაცხადა ბრაჟემ და დასძინა, რომ აზრი არ აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის მეტი დროის მიცემას მაშინ, როცა რუსული ძალები უკრაინაზე თავდასხმებს აგრძელებენ.

ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთმა დაუყოვნებლივ უნდა გააძლიეროს ზეწოლა მოსკოვზე, რათა მას მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა აიძულოს. ამის გაკეთების ერთ-ერთი გზა კი „სანქციების დაუყოვნებლივ დაწესებაა“. ბაიბა ბრაჟე მიიჩნევს, რომ სანქციებს შეუძლია რეალური გავლენა მოახდინოს ბრძოლის ველზე.

„ჩვენ გვსურს რუსეთზე ზეწოლა და მისი ომის წარმოების უნარის შესუსტება. საქმე რუს ხალხს არ ეხება. საქმე რუსეთის საბრძოლო შესაძლებლობებსა და ბრძოლის ველზე მათ ქმედებებს ეხება, ეს ყველაფერი უნდა შესუსტდეს“, - აღნიშნა ბრაჟემ.

მისი თქმით, დაზვერვის შეფასებების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ომის დასრულებით დაინტერესებული არ არის.

„მოკავშირეებს, მათ შორის ამერიკელებს, შორის დაზვერვის მონაცემები და საერთო შეფასება თანხვედრაშია, რომ არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ პუტინს მშვიდობა სურს“, -აღნიშნა ბრაჟემ.

მისი თქმით, ტრამპი იმავე დასკვნამდე მივიდა მას შემდეგ, რაც რუსეთისთვის კარის ღიად დატოვება სცადა.

„დროის საკითხი იყო, როდის გაირკვეოდა, რომ პუტინი ყველას ატყუებდა და ტაქტიკას აჭიანურებდა“, - აღნიშნა ბრაჟემ.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთთან შეთანხმებას 50 დღის განმავლობაში ვერ მიაღწევენ, მაშინ აშშ მოსკოვს 100%-მდე ტარიფებს დაუწესებს.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ