კახა კალაძე - ჩვენი გუნდის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად თავიდანვე განისაზღვრა კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის გაძლიერება, რადგან ესაა ინვესტიცია ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის მომავლისთვის

თბილისის მერმა კახა კალაძემ კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით გაწეული საქმიანობა შეაჯამა.

პრეზენტაციაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესწრებოდა, დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ ბოლო წლებში კულტურის, განათლებისა და სპორტის ხელშეწყობის, ასევე, ახალგაზრდობის მხარდამჭერ, ინფრასტრუქტურულ და საერთაშორისო პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

„არ არსებობს სფერო, სადაც არ გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები, ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი პროექტები. დღეს უნდა ვისაუბროთ თბილისის მთავრობის პოლიტიკის იმ მიმართულებაზე, რომელიც ყველაზე მეტად აერთიანებს ჩვენს საზოგადოებას – ეს ეხება თბილისის კულტურულ და სპორტულ ცხოვრებას, განათლებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკას. თბილისი ყოველთვის იყო ქალაქი, სადაც თავს იყრიდა ქართული კულტურის, სპორტის, განათლების უდიდესი კერები და ასეა დღემდე. ეს არის ქალაქი, სადაც ცნობილი ხელოვანები, სპორტსმენები, მეცნიერები ცხოვრობენ და მოღვაწეობენ, ქმნიან საქართველოს აწმყოს და საფუძველს უყრიან ჩვენი ქვეყნის მომავალს. რასაკვირველია, ამას სჭირდება ხელშეწყობა, თანადგომა, როგორც სახელმწიფოს, ისე მუნიციპალიტეტის მხრიდან. მეამაყება, რომ ამ მიმართულებით მართლაც უდიდესი ძალისხმევა იქნა გაწეული აბსოლუტურად ყველა დონეზე, რაც ჩანს კიდეც იმ ხელშესახებ შედეგებში, რასაც საქართველომ მიაღწია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ღონისძიებაზე დამსწრე ოლიმპიურ და პარალიმპიურ ჩემპიონებს, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, ყველას, თითოეულ თქვენგანს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმისთვის, რასაც აკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის, იმისთვის, რომ ახარებთ ქართველ ხალხს. იცოდეთ, რომ გვეამაყებით. გვეამაყება ის, რასაც აკეთებთ. რა თქმა უნდა, თქვენ გიყურებთ მომავალი თაობები, ახალგაზრდები. ძალიან მნიშვნელოვანია ის ყოველდღიურობა, რაშიც პირადად თქვენ ხართ ჩართული“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშემწყობ ღონისძიებებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ კულტურის, სპორტის, განათლების მიმართულების გაძლიერება ქალაქისა და ქვეყნის მომავლისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა.

„მეგობრებო, თბილისი ვერ იქნება განვითარებული ქალაქი, თუ ჩვენი ახალგაზრდობა არ იქნება განათლებული, მოტივირებული და ჩართული ყველა პროცესში; თუ მათთვის არ იქნება პრიორიტეტული ჯანსაღი ცხოვრების წესი; თუ ისინი არ გაიზრდებიან შემოქმედებით გარემოში. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად თავიდანვე განისაზღვრა კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის გაძლიერება, ამ მიმართულებით საჭირო პროექტების განხორციელება და ხელშეწყობა, რადგან ესაა ინვესტიცია ჩვენი ქალაქის და ქვეყნის მომავლისთვის. ყველა ნაბიჯი, რაც ამ მიმართულებით გადავდგით, ემსახურება მიზანს - კიდევ უფრო გავაღრმავოთ შესაძლებლობები და თბილისი ყველასთვის ხელმისაწვდომ ცოცხალ კულტურულ და სპორტულ სივრცედ ვაქციოთ“,- განაცხადა კალაძემ.

დღევანდელ პრეზენტაცას პარლამენტის თავმჯდომარე შავა პაპუაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები, საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის მერიის, ასევე, სპორტის, განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე