ირაკლი კობახიძე - ყველა ძალოვანი სტრუქტურა მობილიზებულია იმისათვის, რომ მაქსიმალურად აღვკვეთოთ კრიმინალი ჩვენს ქვეყანაში და სახელმწიფო უსაფრთხოებისა სამსახურის დღევანდელი ბრიფინგიც ამის მორიგი დადასტურებაა

ყველა ძალოვანი სტრუქტურა მობილიზებულია იმისათვის, რომ ჩვენ კრიმინალი ჩვენს ქვეყანაში მაქსიმალურად აღვკვეთოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა სამსახურის დღევანდელი ბრიფინგიც, სადაც განაცხადეს, რომ ურანის უკანონო გასაღებისა და შეძენის ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ამის მორიგი დადასტურებაა.

„ზოგადად, ძალიან გააქტიურებულია ყველა სამართალდამცავი სტრუქტურა, კრიმინალთან ბრძოლის კუთხით და ამის შედეგები ყოველდღიურად ჩანს. აქტიურად მუშაობს, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებისა სამსახური, ისე შინაგან საქმეთა სამინისტრო. ყველა ძალოვანი სტრუქტურა მობილიზებულია, იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად აღვკვეთოთ კრიმინალი ჩვენს ქვეყანაში და სახელმწიფო უსაფრთხოებისა სამსახურის დღევანდელი ბრიფინგიც ამის მორიგი დადასტურებაა“, - განაცხადა კობახიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა რადიოაქტიური ქიმიური ელემენტის ურანის უკანონო გასაღებისა და შეძენის ფაქტზე, ბათუმში საქართველოს 1 მოქალაქე და უცხო ქვეყნის 1 მოქალაქე დააკავეს.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ამ დანაშაულის სხვადასხვა მიმართულებით შესაძლო განვითარება აღკვეთა. სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ერთობლივი ღონისძიებების შედეგად, ბირთვული მასალის, კერძოდ, რადიოაქტიური ქიმიური ელემენტის ურანის უკანონო გასაღებისა და შეძენის ფაქტზე, ქალაქ ბათუმში საქართველოს 1 მოქალაქე და უცხო ქვეყნის 1 მოქალაქე დააკავეს“,- ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა