მარიკა არევაძე - „ქართულ ოცნებას“ ვერასდროს გამოუვა გაგვაჩეროს ან გადაგვიყვანოს მათ დღის წესრიგზე, გაგვაკეთებინოს ის, რაც მას უნდა და ეს გამოიხატება ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებში შესვლაში

„ქართულ ოცნებას“ ვერასდროს გამოუვა ის, რომ ჩვენ გაგვაჩეროს ან გადაგვიყვანოს მათ დღის წესრიგზე, გაგვაკეთებინოს ის, რაც მას უნდა და ეს გამოიხატება ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებში შესვლაში, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა მარიკა არევაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, კოალიციის სამივე ლიდერის, ზურა-გირჩი ჯაფარიძის, ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას დაკავება უკავშირდება პოლიტიკურ რეპრესიებს, რადგანაც აბსოლუტურად უსაფუძვლოა ის ბრალდება, რის ფარგლებშიც ისინი ციხეში იმყოფებიან.

„ბრალი ეხება არალეგიტიმური პარლამენტის, რაღაც არარსებული, ე.წ. წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობას. გარდა იმისა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისითაც ეს ინსტიტუცია, ამ წუთას, არალეგიტიმურია და შესაბამისად, ვერც კომისია იარსებებდა, ასევე, სუფთა ფორმალური იურიდიული თვალსაზრისითაც, ამ კომისიას არანაირი უფლებამოსილება არ აქვს.

„ქართულ ოცნებას“ ვერასდროს გამოუვა ის, რომ ჩვენ გაგვაჩეროს ან შეგვიყვანოს მათი დღის წესრიგის ფარგლებში, ანუ გაგვაკეთებინოს ის, რაც მას უნდა და ეს გამოიხატება თანამშრომლობაში და ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებში შესვლაში. [კოალიციაში] მიმდინარეობს მუშაობა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მდგომარეობის გათვალისწინებით და იმ პირობებში, რომ სამი ლიდერი გვყავს დაკავებული, მაგრამ მინდა გითხრათ, კონკრეტულად პარტია „ახალი“ პროფესიონალი ადამიანებითაა დაკომპლექტებული, რომლებსაც შეგვიძლია შეუფერხებლად გავაგრძელოთ მუშაობა, მათ შორის სტრესულ ვითარებაში და მათ შორის იმ პოლიტიკური რეპრესიების ფარგლებში, რასაც ჩვენ განვიცდით. ჩვენ ვართ ჩვენი ღირებულებების ერთგული და ნამდვილად, ეს ბრძოლა არ გაჩერდება სანამ გამარჯვება არ დადგება“, - განაცხადა მარიკა არევაძემ.

მარიკა არევაძემ მოქალაქეებს 19 ივლისს, თსუ-ს პირველ კორპუსთან დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

„მიმდინარე ბრძოლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, გარდამტეხი, ამიტომ პრინციპულობითა და „ქართულ ოცნებასთან“ ართანამშრომლობით ბრძოლა გამარჯვებამდეა მისაყვანი“, - აღნიშნა მან.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა