ირაკლი კობახიძე - ოთხი წელია „დიფ სთეითის" მხრიდან შანტაჟი გრძელდება და არაფერი რადიკალურ ოპოზიციას არ შველის - არაკონსტიტუციურად გამოცხადების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხივე პარტიასთან დაკავშირებით მივმართავთ

რადიკალურ ოპოზიციას არაფერი შველის, პირიქით, თვითონ „დიფ სთეითმა” რადიკალური ოპოზიცია გახლეჩამდე მიიყვანა - თქვენ ხედავთ, რომ ორი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, ხოლო ორი პარტია არ აპირებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თვიმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია „ნებისმიერი კონფიგურაციით ტოტალური მარცხისთვის არის განწირული”.

„ოპოზიციაში ტრაგიკული მდგომარეობაა. თქვენ ხედავთ, რომ არაფერი შველით, არც ევროპული ბიუროკრატიიდან გამომდინარე შანტაჟი, არაფერმა უშველათ. ოთხი წელია ევროპული ბიუროკრატიიდან და „დიფ სთეითის” მხრიდან შანტაჟი გრძელდება. არაფერი რადიკალურ ოპოზიციას არ შველის. რატომ ? - იმიტომ, რომ საზოგადოებამ ყველაფერი ძალიან კარგად დაინახა, საზოგადოება ხედავს, რა მიზნებით მოქმედებს კონკრეტულ შემთხვევებში ევროპული ბიუროკრატია, როგორია შინაარსი იმ რადიკალური ოპოზიციის, რომელიც სახელმწიფო, ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდება.

აქედან გამომდინარე, რადიკალურ ოპოზიციას არაფერი შველის, პირიქით, თვითონ „დიფ სთეითმა“ რადიკალური ოპოზიცია სულ გახლეჩამდე მიიყვანა. თქვენ ხედავთ, რომ ორი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, ხოლო ორი პარტია არ აპირებს. ასეც და ისეც, ბუნებრივია, ნებისმიერი კონფიგურაციით მთელი ეს რადიკალური ოპოზიცია ტოტალური მარცხისთვის არის განწირული”, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება იმას, თვითმმართველობის არჩევნებში „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო - ძლიერი საქართველოს“ მიერ გარკვეული მანდატების მოპოვების შემთხვევაშიც დარჩება თუ არა ძალაში „ქართული ოცნების“ პირობა პარტიების აკრძალვაზე, კობახიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხივე პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების თაობაზე მიმართავს.

„პირველ რიგში, ჩვენ პარტიებს ვერ გავაუქმებთ. პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება ერთადერთმა ორგანომ მიიღოს, ეს არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. ჩვენ რა თქმა უნდა, მივმართავთ ოთხივე პარტიასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ოთხივე პარტია არის ერთი პოლიტიკური ძალა. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ეს არის უცხოური აგენტურა, რომელიც უკვე ამდენი წელია კოლექტიურად, 2003 წლიდან მოყოლებული საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ებრძვის.

[თვითმმართველობის არჩევნებში „გახარია საქართველოსთვის” და „ლელო - ძლიერი საქართველოს“ მონაწილეობა] არაფერს არ ცვლის იმიტომ, რომ ისინიც არიან ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის შემადგენელი ნაწილი”, - აღნიშნა კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე