შალვა პაპუაშვილი - ერთად, ცალ-ცალკე, პირველ მეორეზე გათვლით, თუ მეორე პირველზე გათვლით, მნიშვნელობა არ აქვს, ასეც და ისეც, რადიკალური ოპოზიცია, თვითმმართველობის არჩევნებში კიდევ ერთხელ დამარცხდება

რადიკალური ოპოზიცია პატრონებმა ჩიხში ჩააგდეს, ზუსტად ისე მოექცნენ, როგორც ვასალს ექცევიან - ჩვეულებრივად, თოჯინებივით ათამაშებენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში კიდევ ერთხელ დამარცხდება.

„ერთად, ცალ-ცალკე, პირველ მეორეზე გათვლით, თუ მეორე პირველზე გათვლით, მნიშვნელობა არ აქვს, ასეც და ისეც, რადიკალური ოპოზიცია, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებში, კიდევ ერთხელ დამარცხდება. ესაა მათი დილემა და ამიტომაა, რომ ვერ გაუგიათ. ოთხი ბარიერგადალახული პარტია გაყვეს. ორს აღებინებენ არჩევნებში მონაწილეობას, ორი არ იღებს, რომ რაღაცნაირად ყველა ვარიანტი მოსინჯონ. სინამდვილეში მთავარი დილემა, რაც რადიკალურ ოპოზიციას და მათ პატრონებს საზღვარგარეთ უდგათ ისაა, რომ შევლენ არჩევნებში - დამარცხებიან, არ შევლენ - დამარცხდებიან. მათი ბოლო არის ერთ და იგივე. ამ ჩიხში თავისი თავი თვითონ ჩაიგდეს, უფრო სწორად, მათმა პატრონებმა ჩააგდეს. რომ უსმენდნენ ზოგიერთ ელჩს და მანდატებზე უარი თქვეს, ახლა მივიდნენ, იმ ელჩს მოჰკითხონ პასუხი. რომ უსმენდნენ ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს და ბოიკოტს უცხადებდნენ არჩევნებს, წავიდნენ და იმ ევროპულ ბიუროკრატებს მოჰკითხონ. ეს არის ბედი ყველა იმ ადამიანისა, რომელიც სხვისი ვასალი ხდება. ზუსტად, როგორც ვასალს ექცევიან, ისე მოექცნენ საბოლოო ჯამში რადიკალურ ოპოზიციას. ხედავთ, რომ ჩვეულებრივად, თოჯინებივით ათამაშებენ,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს