კახა კალაძე - არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ოპოზიციაში გაერთიანებულები იქნებიან თუ დაშლილები - ბევრი ასეთი გაერთიანება გვინახავს, მაგრამ შედეგი ნული

არსებითი მნიშვნელობა არ აქვს გაერთიანებულები იქნებიან თუ დაშლილები - ბევრი ასეთი გაერთიანება გვინახავს, მაგრამ შედეგი ნული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალურ დაჯგუფებას საქართველოსთან, ქართველ ხალთან და ქართველი ხალხის ინტერესებთან არანაირი საერთო არ აქვს.

„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს გაერთიანებულები იქნებიან, დაშლილები, თუ ვინ ვისთან იქნება. ბევრი ასეთი გაერთიანება გვინახავს, მაგრამ შედეგი ნული. ვიცით ეს ადამიანები, გინდ ცალ-ცალკე, გინდ გაერთიანებული, რას წარმოადგენენ, ვის ემსახურებიან და რას ემსახურებიან. ამ რადიკალურ დაჯგუფებას საქართველოსთან, ქართველ ხალთან და ქართველი ხალხის ინტერესებთან, გინდ გაერთიანებულებს და გინდ ცალკე დაშლილებს, არანაირი საერთო არ აქვს,“ - განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, მან გიორგი გახარიას განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

„არ ვიცი, ვინ სად არის ეფექტური. მე ასე წარმომიდგენია, რომ პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები, პირველ რიგში, ეფექტურები უნდა ვიყოთ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. ამ ადამიანების შინაარსი, ხედვა აბსოლუტურად სხვა არის. ისინი არიან აგენტურის წარმომადგენლები, ემსახურებიან სხვა ქვეყანას, სხვა ქვეყნების მთავრობებს და შესაბამისად, მათ არაფერი ესაქმებათ ჩვენს ქვეყანასთან და ქართველ ხალხთან,“ - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მისი ბრიუსელში ყოფნა ეფექტურია და იქიდან იბრძოლებს.

„მზად ვარ, რომ „ოცნებას“ ასე არ ჩავბარდე - თუ აქ ვარ ეფექტური - აქ ვიბრძოლებ, თუ იქ - იქ ვიბრძოლებ და თუ ციხეში ვარ ეფექტური - ციხეში ვიბრძოლებ - ჯერჯერობით ჩემი ყოფნა ყველაზე ეფექტური არის აქ, ამ ადამიანებთან,“ - განაცხადა გახარიამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები