დიმიტრი მედვედევი - დღეს რაც ხდება, მარიონეტული ომია, მაგრამ არსებითად ეს არის სრულმასშტაბიანი ომი, სანქციების პაკეტებით და ჩვენ მათ პასუხი გავცეთ - დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებები კი სრული სისულელეა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ დასავლეთი პრაქტიკულად სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს რუსეთის წინააღმდეგ, შესაბამისად მოსკოვმა პასუხი უნდა გასცეს მას და საჭიროების შემთხვევაში, პრევენციული დარტყმები განახორციელოს.

„დღეს რაც ხდება, არის მარიონეტული ომი, მაგრამ არსებითად ეს არის სრულმასშტაბიანი ომი, სანქციების პაკეტებით, ხმამაღალი განცხადებებით ევროპის მილიტარიზაციის შესახებ.

ჩვენ შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ და მათ პასუხი გავცეთ“, - განაცხადა მან.

მედვედევის თქმით, დასავლეთში ბევრს სისხლში აქვს ღალატი და აქვთ საკუთარი უპირატესობის მოძველებული წარმოდგენა.

„დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებები სრული სისულელეა. დავამატებდი, რომ ეს სისულელე განზრახ ვრცელდება საინფორმაციო სივრცეში ისედაც რთული სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით. ეს ჩვენს წინააღმდეგ დასავლეთის ღია ომის კიდევ ერთი ფლანგია“, - თქვა მან.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს