არაგვის ხიდზე, დილის 07:00 საათამდე, ტრანსპორტის მოძრაობა ერთ ზოლზე შეიზღუდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვზე არსებულ ხიდზე (მარცხენა მხარე, თბილისის მიმართულება) სავალი ნაწილის ფილა დაზიანდა.

მათივე ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, ხორციელდება ფილის დემონტაჟი, არმირების გაძლიერება და ახალი ფილის მოწყობა.

აღნიშნული სარემონტო სამუშაოების გამო, მოძრაობა ხიდზე ხორციელდება მხოლოდ ერთი ზოლის ფარგლებში და ეს რეჟიმი ხვალ დილის 07:00 საათამდე შენარჩუნდება.

„აღსანიშნავია, რომ არსებული ხიდის გვერდით უკვე მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება მომავალი წლისთვის არის დაგეგმილი.

არსებული ხიდი 1973 წელს არის აშენებული და სავალ ნაწილზე არსებული დაზიანებები ხშირად საჭიროებს აღდგენით სამუშაოებს, რაც პერიოდულად ზღუდავს მოძრაობას და დისკომფორტს უქმნის მგზავრებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს