გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ივლისს, 05:00-დან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - კაიშაურები, მთა ვარცლა, არაგვისპირი, მისაქციელი, ფასანაური, ანანური და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში - ზემო ლისზე, წოდორეთში, შვინდების მიწასა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბიჩნიგაურები, არანისი, იორი, ანანური, ეთვალისი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თიანეთში - ვაჟა-ფშაველას, ბორბალოს, ერისთავის, ყურშავიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა