ექიმის ინფორმაციით, გონიოში, მრავალსართულიან მშენებარე კორპუსში კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

გონიოში, მრავალსართულიან მშენებარე კორპუსში საყრდენი კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 30 წლამდე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდება.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულ ახალგაზრდას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება.

გონიოში, შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა