სალომე სამადაშვილი - ჩვენი ამოცანაა, ქართველი ხალხის მხარდამჭერი „MEGOBARI აქტი“ რაც შეიძლება სწრაფად იქნას მიღებული და უზრუნველვყოთ საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა - ამის თაობაზე ვმართავთ ვაშინგტონში შეხვედრებს

ჩვენი ამოცანაა, რომ ქართველი ხალხის მხარდამჭერი „MEGOBARI აქტი“, რაც შეიძლება სწრაფად იქნას მიღებული, მისი საბოლოო ფაზა დასრულდეს. სწორედ ამასთან დაკავშირებით ვმართავთ ვაშინგტონში შეხვედრებს ორივე პალატის წარმომადგენლებთან, - ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა, ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომელიც პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად აშშ-ში ვიზიტით იმყოფება.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, დღეს, აშშ-ში, ფაქტობრივად, საბოლოო ფაზაში შედის “MEGOBARI აქტის” მიღების პროცესი. მისვე თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც აშშ-ს მხრიდან ქართველი ხალხისთვის საქართველოს დემოკრატიისთვის უზარმაზარი მხარდაჭერის ახალ შესაძლებლობებს ხსნის, ასევე, ახალ შესაძლებლობებს ხსნის, უსაფრთხოების განმტკიცებაში, სავაჭრო ურთიერთობებში და სხვა.

„ამასთან ერთად, ეს აქტი ივანიშვილის რეჟიმთან მიმართებით ითვალისწინებს ახალი ზეწოლის ბერკეტების ამუშავებას და ჩვენი ამოცანა არის, რომ ქართველი ხალხის მხარდამჭერი “MEGOBARI აქტი”, რაც შეიძლება სწრაფად იქნას მიღებული, მისი საბოლოო ფაზა დასრულდეს. სწორედ ამასთან დაკავშირებით ვმართავთ ვაშინგტონში შეხვედრებს ორივე პალატის წარმომადგენლებთან, იმ ხალხთან, ვინც უშუალოდ მუშაობს ამ აქტზე. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ უზრუნველვყოთ საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ამ გადამწყვეტ ისტორიულ მომენტში, როდესაც რუსეთი ცდილობს, რომ ქართველ ხალხს საბოლოოდ წაართვას დემოკრატიული მომავალი, საბოლოოდ დაიმორჩილოს ქართული სახელმწიფო და ფაქტობრივად, გააუქმეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. ამერიკელი ხალხი, ამერიკა ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის გვერდზე გასული 30 წლის განმავლობაში და ჩვენც დღეს, დიდი იმედი გვაქვს, რომ სწორედ აშშ-ს მხარდაჭერა იქნება გადამწყვეტი, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოსაპოვებლად, მათ შორის ჩვენი ლიდერების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის, რომელიც დღეს არიან რეჟიმის ტყვეები სხვებთან ერთად, ასევე, ფართო დემოკრატიული ცვლილებების მხარდასაჭერად ჩვენ ქვეყანაში, რომელიც ჩვენ გვჭირდება ჩვენი სახელმწიფოს გადასარჩენად“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა