შინაგან საქმეთა მინისტრი სახალხო დამცველს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ სახალხო დამცველთან, ლევან იოსელიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება განიხილეს.

გელა გელაძემ ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანია ორ ინსტიტუციას შორის თანამშრომლობის გაღრმავება. მინისტრის თქმით, ადამიანის უფლებებისა და მათი უსაფრთხოების დაცვა სამინისტროსთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს.

თავის მხრივ, ლევან იოსელიანი მინისტრს სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ესაუბრა და პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მზაობა გამოთქვა.

შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, როლანდ მესხი, მოადგილეები ალექსანდრე დარახველიძე და შალვა თადუმაძე დაესწრნენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა