ირაკლი კობახიძე - დღესვე შემიძლია ბრიუსელში გავფრინდე, ვინც მეტყვის - ევროკომისარი იქნება, თუ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ნებისმიერთან მზად ვარ დისკუსიისთვის - იქიდან პასუხი რა არის? საბჭოური მიდგომა

მე პირადად მზად ვარ - დღესვე შემიძლია ბრიუსელში გავფრინდე, ვინც მეტყვის - ევროკომისარი იქნება, თუ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი - ნებისმიერ მათგანთან მზად ვარ დისკუსიისთვის - იქიდან პასუხი რა არის? - საბჭოური მიდგომა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებზე არის თუ არა მზად დისკუსიისთვის.

მისივე შეფასებით, როგორც ადრე საბჭოთა მოსკოვიდან დეპეშები იგზავნებოდა, „ასე დეპეშას [ევროკავშირიდან] აგზავნიან და არც გესაუბრებიან”.

„მე კონკრეტულ დეტალებში არ შევალ, იმიტომ, რომ ეს კომპლექსური საკითხია. ყველაფერს სჭირდება დისკუსია და მთავარი საბჭოური მიდგომა სად დგას და სად არის პრობლემა? - ჩვენ ვამბობთ, რომ ნებისმიერ პოლიტიკოსთან მზად ვართ დისკუსიისთვის. მე პირადად მზად ვარ, დღესვე შემიძლია გავფრინდე ბრიუსელში, ვინც მეტყვის - ევროკომისარი იქნება, თუ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი - ნებისმიერ მათგანთან მზად ვარ დისკუსიისთვის. იქიდან პასუხი რა არის? - საბჭოური მიდგომა. მეტი რა არის საბჭოური მიდგომა? - როდესაც არც არაფერზე გესაუბრებიან და ცარიელი ულტიმატუმებით მოდიან, ფოსტით ულტიმატუმებს გიგზავნიან. როგორც ადრე საბჭოთა მოსკოვიდან დეპეშები იგზავნებოდა, ასე დეპეშას აგზავნიან და არც გესაუბრებიან. ეს ხო საბჭოთა მიდგომა? ეს ხომ არის იგივე ინკვიზიციური მიდგომა? - რაც შუა საუკუნეებში თითქოს ევროპამ დატოვა და ეს ყველაფერი თითქოს წარსულს გასული საუკუნის 40-იანი წლების ბოლოდან ჩაბარდა, მაგრამ რა სტანდარტებიც ადრე იყო, იგივე სტანდარტები დღეს ევროკავშირში რატომღაც დაბრუნდა.

ევროკავშირი, ევროპული ბიუროკრატია არ შეიძლება საკუთარ თავს უყურებდეს, როგორც საკავშირო ხელისუფლებას. ჩვენთვის ევროკავშირი საკავშირო ხელისუფლება ვერ იქნება! ჩვენ საკავშირო ხელისუფლების სტანდარტი გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს წარსულს ჩავაბარეთ. ჩვენ საკავშირო ხელისუფლება არ გვჭირდება! ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი, სამართლიანი პარტნიორული მიდგომა, მათ შორის საუბარი. როდესაც მართალი ხარ, ნებისმიერ ადამიანს ესაუბრები ხო? - ჩვენ მართლები, რომ ვართ, ამიტომ ვამბობ, რომ დღეს გავფრინდები ბრიუსელში, თუ ეს საქმეს სჭირდება და თუ ამის ინტერესი არსებობს.

ისინი ჩვენთან რატომ ვერ შემოდიან დიალოგში? - იმიტომ, რომ თვითონ იციან, რომ ყველა მოთხოვნა, რაც კი ამ წლების განმავლობაში დაუყენებიათ ყოველთვის უსამართლო იყო, ოთხი წლის განმავლობაში უსამართლოდ ქართველ ხალხს ექცევიან. ეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი საბოტაჟის კრიმინალურ საქმეში ევროკავშირის ელჩი, ოფიციალური წარმომადგენელი, კარლ ჰარცელი იყო, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მოლაპარაკებებს პირდაპირ წარმართავდა. ეს არ იყო, რომელიმე პოლიტიკური პარტია, ეს ფართო გაგებით კრიმინალური საქმე იყო. როდესაც ქვეყანა ერთი წლის განმავლობაში აწვალეს, 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის ოქტომბრამდე. საერთოდ არაფრისთვის ქვეყანა აწვალეს, მისი განვითარების შეფერხება სცადეს და ამას აკეთებდა ერთ-ერთი ევროკავშირის ელჩი და ამერიკის შეერთებული შტატებიდან წინა ადმინისტრაციის წარმომადგენელი ელჩი. შემდეგ ეს ყველაფერი სამი წლის განმავლობაში გაგრძელდა, ეს ქვეყანა არ მოასვენეს. მათ იციან, რომ მათ მხარეს სიმართლე არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენთან დისკუსიის არ შეეშინდებოდათ, მაგრამ დღეს აბსოლუტურად, დისკუსიას გაურბიან, საბჭოური მიდგომით მოქმედებენ”, - განაცხადა კობახიძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე