ადვოკატი - მოვითხოვთ გიორგი ბაჩიაშვილის დაზარალებულად ცნობას - გამომძიებლისგან ამომწურავი პასუხი ვერ მივიღეთ კითხვაზე, ამოღებული და დაარქივებულია თუ არა კამერების ჩანაწერები

გამოკითხვა იყო ძალიან დეტალური, თითქმის 5 საათი გრძელდებოდა - ცხადია, დავინტერესდით, ამოღებული და დაარქივებული არის თუ არა კამერების ჩანაწერები, რაზეც ამომწურავი პასუხი ვერ მივიღეთ, - ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელის, მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ადვოკატები აპირებენ, რომ ორშაბათს განცხადებით მიმართონ საქართველოს პროკურატურას და გიორგი ბაჩიაშვილის დაზარალებულად ცნობა მოითხოვონ.

„ჩვენი მოთხოვნა იყო და რჩება, რომ ამ საქმეზე გამოძიება ჩაატაროს საქართველოს პროკურატურამ, ვინაიდან გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაში საუბარია იგივე ციხის დირექტორის და ერთ-ერთი თანამშრომლის შესაძლო მონაწილეობაზე. აღნიშნული ასევე დავაფიქსირეთ გამოკითხვის ოქმში. თავად გამოკითხვა იყო ძალიან დეტალური, თითქმის 5 საათი გრძელდებოდა. ყველა დეტალი, მათ შორის ისეთი ნიუანსები, რომლებიც, შესაძლოა, თავდაპირველად გავრცელებულ განცხადებაში არ ეწერა, სრულად მიაწოდა გამომძიებელს. ცხადია, დავინტერესდით, ამოღებული და დაარქივებული არის თუ არა კამერების ჩანაწერები, რაზეც ამომწურავი პასუხი ვერ მივიღეთ, ხოლო მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სანამ გიორგი დაზარალებულად არ იქნება ცნობილი, ჩვენ მხარეს არ წარმოვადგენთ და სამართლებრივად ამ ინფორმაციის მოთხოვნა არ შეგვიძლია… ვაპირებთ, რომ ორშაბათს განცხადებით მივმართოთ საქართველოს პროკურატურას და თუ მანამდე არ მოხდება გიორგის დაზარალებულად ცნობა, უკვე ამ ჩვენების საფუძველზე მოვითხოვთ მის დაზარალებულად ცნობას და შესაბამისად, საქმის გაცნობას“, - განაცხადა მახარაშვილმა.

რაც შეეხება ბაჩიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ადვოკატის თქმით, მდგომარეობა მისი დაზიანებების შესაბამისია.

„მას უტარდება მკურნალობა და ვიტოვებ იმედს, რომ მინიმუმ ერთი კვირის შემდეგ მაინც დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს. მანამდე პალატაში იმყოფება“, - განმარტა ადვოკატმა.

ინფორმაციისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა. როგორც გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, მასზე ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს, თავდაპირველად, ის #8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს