„თეგეტა ჰოლდინგმა“ Toyota Tsusho Corporation-ისა და Toyota Caucasus-ის ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლა

15 ივლისს „თეგეტა ჰოლდინგის“ სათავო ოფისს Toyota Tsusho Corporation-ის მობილობის დეპარტამენტის ოპერაციული ხელმძღვანელი, ტაკურო აკასაკა, დელეგაციის წევრებთან ერთად, და Toyota Caucasus-ის პრეზიდენტი, ტოშინარი საკაბე ეწვივნენ. შეხვედრა გაიმართა „თეგეტა ჰოლდინგის“ დამფუძნებელთან და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან, თემურ კოხოძესთან, “თეგეტა ჰოლდინგის” მთავარ აღმასრულებელ ოფიცერთან, ეკატერინე ქავთარაძესთან და კომპანიის აღმასრულებელ მენეჯმენტთან.

ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს „თეგეტა ჰოლდინგისა“ და Toyota Tsusho Corporation-ის, თანამშრომლობის გაღრმავებაზე, სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე. დელეგაციის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დეტალურად გასცნობოდნენ „თეგეტა ჰოლდინგის“ საქმიანობას, გაეგოთ მეტი კომპანიის მიმართულებებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „თეგეტას“ Toyota-სთან ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს. პარტნიორობა ჩვენთვის არა მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობისაა, არამედ ღირებულებითი თანხვედრის მაგალითიც არის - გვაერთიანებს ხარისხზე ორიენტაცია, გრძელვადიანი ხედვა და პასუხისმგებლობიანი მიდგომა როგორც მომხმარებლის, ისე გარემოს წინაშე.

გვჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა მალე ახალ ეტაპზე გადავა და ერთად შევძლებთ კიდევ უფრო მასშტაბური ინიციატივების განხორციელებას, როგორც ტექნოლოგიური განვითარების, ისე მდგრადი მობილობის მიმართულებით“.

Toyota Tsusho-ს კავკასიის რეგიონში სწორედ Toyota Caucasus წარმოადგენს. „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში - „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია -„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კი საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. 2024 წელს უნივერსიტეტის ქუჩაზე „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ განახლებული, კონცეპტუალური შოურუმი გაიხსნა, რომელიც სრულად Toyota-ს სტანდარტების შესაბამისად აშენდა.

,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

ინფორმაციას "თეგეტა ჰოლდინგი" ავრცელებს.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს