საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე იტალიის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა

საქართველოში იტალიის ელჩმა მ. ა. მასიმილიანო დ’ანტუონომ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს, დავით ლორთქიფანიძეს, იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის, ორდენი - Ordine al Merito della Repubblica Italiana - გადასცა.

ასევე, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ დავით ლორთქიფანიძეს „დამსახურების ორდენის” რაინდის წოდება მიანიჭა.

იტალიის რესპუბლიკის აღნიშნული უმაღლესი ჯილდო დავით ლორთქიფანიძეს იტალიური კულტურისა და სამეცნიერო მიღწევების საქართველოში გავრცელებისა და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების ხელშეწყობისთვის შეტანილი წვლილისთვის გადაეცა.

„ეს ჯილდო პროფესორ, დავით ლორთქიფანიძის მიერ საქართველოში იტალიის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის საქმეში გაწეული შრომის დაფასებაა. ეს სამეცნიერო კონფერენციებიის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში საუკეთესო იტალიური გამოცდილების გაზიარებასა, თუ უდიდესი იტალიური მუზეუმებიდან საქართველოში ჩამოტანილი იტალიური ხელოვნების შედევრების სრულიად უპრეცედენტო საექსპოზიციო პროგრამის განხორციელებას ეხება, რამაც საქართველოში იტალიური კულტურისადმი ინტერესის გაძლერებას მნიშნელოვნად ხელი შეუწყო“, - განაცხადა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში იტალიის ელჩმა, მ.ა. მასიმილიანო დ’ანტუონომ.

ინფორმაციისთვის, დავით ლორთქიფანიძე იტალიის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრემიის ლაურეატია, ის მრავალი წელია მჭიდროდ თანამშრომლობს იტალიის წამყვან სამეცნიერო ინსტიტუციებთან და მუზეუმებთან. მისი ხელმძღვანელობით, როგორც იტალიაში, ასევე საქართველოში არაერთი ერთობლივი კვლევითი და სამუზეუმო პროექტი განხორციელდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის