ესტონეთმა კიდევ 19 ქართველი ოფიციალური პირი დაასანქცირა, მათ შორის იუსტიციის მინისტრი, გენერალური პროკურორი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და მოსამართლეები

ესტონეთმა კიდევ 19 ქართველი ოფიციალური პირი დაასანქცირა, მათ შორის იუსტიციის მინისტრი, გენერალური პრიკურორი და მოსამართლეები. შესაბამის განცხადებას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დასანქცირებულთა შორის არიან: ნინო გალუსტაშვილი (მოსამართლე), გიორგი გვარაკიძე (გენერალური პროკურორი), ალუდა ღუდუშაური (პარლამენტის წევრი), ილია ინჯია (პარლამენტის წევრი), ირაკლი ქადაგიშვილი (პარლამენტის წევრი), ანი ხუბეჯაშვილი (პროკურორი), მარიამ ლაშხი (პარლამენტის წევრი), გურამ მაჭარაშვილი (პარლამენტის წევრი), მარი მეშველიანი (პროკურორი), ვიქტორ მეტრეველი (მოსამართლე), ჯვებე ნაჭყებია (მოსამართლე), ნინო სახელაშვილი (მოსამართლე), პაატა სალია (იუსტიციის მინისტრი), თენგიზ შარმანაშვილი (პარლამენტის წევრი), ირაკლი შვანგირაძე (მოსამართლე), სოზარ სუბარი (პარლამენტის წევრი), ალექსანდრე ტაბატაძე (პარლამენტის წევრი), სულხან თამაზაშვილი (აჭარის მთავრობის თავმჯდომარე) და ნათია თათიაშვილი (პროკურორი).

„ეს პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ პასუხისმგებელი არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დევნაზე. ძალადობა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება იყენებს, პოლიტიზებული სასამართლო პროცესები, და დემონსტრანტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ არაპროპორციული დასჯები ეწინააღმდეგება დემოკრატიის ძირეულ ღირებულებებსა და პირობებს, რომლებიც საქართველოს ევორკავშირის კანდიდატის სტატუსს უკავშირდება.

ესტონეთი გააგრძელებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას ქართველი ხალხის უფლებებისა და ღირსების დაცვით”,- განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ქართველი ოფიციალური პირების დასანქცირებასთან დაკავშირებით.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია