შალვა პაპუაშვილი - როდესაც საქართველოს მიმართ ბრიუსელის პრეტენზიებში ვინმე სამართლიანობის რაიმე მარცვალს ეძებს, არ დაგვავიწყდეს, ეს ის ბრიუსელია, რომელმაც სააკაშვილის დემენცია გამოიგონა და დემარშებით ციხიდან მის დახსნას ცდილობდა

როდესაც საქართველოს მიმართ ბრიუსელის პრეტენზიებში ვინმე სამართლიანობის რაიმე მარცვალს ეძებს, არ დაგვავიწყდეს, ეს ის ბრიუსელია, რომელმაც სააკაშვილის დემენცია გამოიგონა და დემარშებით ციხიდან მის დახსნას ცდილობდა, სანამ სტრასბურგის სასამართლომ, ამ აფერას, ბოლო არ მოუღო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „ბრიუსელის მაშინდელი სიყალბის გატარებამ დღევანდელი სიყალბე წარმოშვა“.

„როდესაც საქართველოს მიმართ ბრიუსელის პრეტენზიებში ვინმე სამართლიანობის რაიმე მარცვალს ეძებს, არ დაგვავიწყდეს, ეს ის ბრიუსელია, რომელმაც სააკაშვილის დემენცია გამოიგონა და დემარშებით ციხიდან მის დახსნას ცდილობდა, სანამ სტრასბურგის სასამართლომ, ამ აფერას, ბოლო არ მოუღო.

თუმცა სტრასბურგის სასამართლომდე იყო ბრიუსელის თითქმის ორწლიანი თავდასხმა ქართულ სასამართლოზე, პროკურატურაზე, იუსტიციის სამინისტროზე, პარლამენტზე და მთლიანად ქართულ სახელმწიფოზე. იყო ბრიუსელის მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ ყალბი სამედიცინო დასკვნები და "ხელისუფლება სააკაშვილს რუსეთის დავალებით კლავს" კამპანიები. ზუსტად ისეთივე ყალბი და ისეთივე ბრიუსელიდან დაფინანსებული, როგორც დღეს.

მაგრამ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ და მას შემდეგ, რაც სააკაშვილი მსოფლიოში პირველი პაციენტი აღმოჩნდა, რომელიც დემენციისგან განიკურნა, ვინმეს ბრიუსელის ან მისი ელჩის ბოდიში მოგისმენიათ? რაიმე, სინანულის მსგავსი, რომ ცილს გვწამებდნენ? არა.

შედეგად, ბრიუსელის მაშინდელი სიყალბის გატარებამ დღევანდელი სიყალბე წარმოშვა“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს