ინფრასტრუქტურის მინისტრი ჯუთამდე მისასვლელ გზაზე - დეტალური საინჟინრო კვლევები და დაკვირვებითი სამუშაოები მიმდინარეობს, შედეგებზე დაყრდნობით მეწყრისგან დაცვის კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმება

ჯუთას ხეობაში, ჯუთამდე მისასვლელი გზის დამეწყრილი მონაკვეთი დავათვალიერეთ და მოსახლეობასთან შეხვედრა გვქონდა - ეს არის ისტორიული მეწყერი, რომლის ნაწილიც, სამწუხაროდ, 2022 წელს გააქტიურდა, ხოლო წელს აპრილში მეწყერმა კვლავ გზის ნაწილი დააზიანა, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ჯუთამდე მისასვლელი დაზიანებული გზის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი ადგილზე სპეციალისტებთან ერთად მივიდნენ, რათა სიტუაცია ნახონ და მაქსიმალურად მოკლე ვადაში სწორი საინჟინრო გადაწყვეტილება მიიღონ, რათა აღნიშნული გზა რაც შეიძლება მოკლე დროში გაიხსნას.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე მიმდინარე წლის აპრილიდან გააქტიურებული მეწყრული პროცესების შედეგად, სოფელ ჯუთასთან მისასვლელი გზა დაზიანდა.

მათივე ცნობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, კონტრაქტორ კომპანიასთან ერთად, ინტენსიურად მუშაობს გზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენაზე.

„პირველ ეტაპზე, პრიორიტეტი იყო მოსახლეობისა და დამსვენებლების გადაადგილებისთვის დროებითი საგზაო კავშირის უზრუნველყოფა. თუმცა, მეწყრის მასშტაბიდან და დინამიკის ინტენსივობიდან გამომდინარე, საფრთხე კვლავ რჩება აქტიური.

ამჟამად, დეტალური საინჟინრო კვლევები და დაკვირვებითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელთა შედეგებზე დაყრდნობით მეწყრისგან დაცვის კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების განმარტებით, პროცესში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სპეციალისტები, რაც უზრუნველყოფს პრობლემის კომპლექსურად შეფასებას და გზის სტაბილური კავშირისთვის შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას.

„ყველა საჭირო სამუშაო უნდა ჩატარდეს იმისთვის, რომ მინიმუმამდე შემცირდეს მეწყრის საფრთხე და გადაადგილება უსაფრთხოდ იყოს შესაძლებელი. უახლოეს პერიოდში, ასევე, დავიწყებთ სამუშაოს დამეწყრილი ტერიტორიის გაწმენდისთვის სამუშაოების და შესაბამისი ღონისძიებების გატარებისთვის”, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის