რუსეთმა უკრაინას რაკეტებით და დრონებით შეუტია - რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში, საჰაერო განგაში გამოცხადდა, არის მსხვერპლი

რუსებმა უკრაინაზე რაკეტებისა და დრონების გამოყენებით კიდევ ერთი მასიური თავდასხმა განახორციელეს.

„მთელი უკრაინა სარაკეტო თავდასხმის საფრთხის ქვეშაა! დაფიქსირდა MiG-31K-ის აფრენა“, - წერს უკრაინის საჰაერო ძალები „ტელეგრამ“ არხზე.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია შავი ზღვის აკვატორიიდან „კალიბრის“ რაკეტების გაშვებისა და რუსეთის ფედერაციის მურმანსკის ოლქიდან „ტუ-95“ ტიპის რამდენიმე თვითმფრინავის აფრენის შესახებ, რომლებიც Х-101 ფრთოსანი რაკეტების მატარებლები არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმები უკვე დაფიქსირდა ხარკოვსა და კიევში.

„მტერმა ხარკოვზე ღამით 12 დარტყმა განახორციელა“, - წერს ქალაქის მერი იგორ ტერეხოვი „ტელეგრამზე“. მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი დარტყმა კიევის რაიონში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მახლობლად დაფიქსირდა.

„ხარკოვზე საჰაერო თავდასხმის კიდევ ერთი შედეგი სამოქალაქო საწარმოში ხანძარია“, - წერს ტერეხოვი. მისი განცხადებით, დარტყმების სხვა შედეგების და დაშავებულების რაოდენობა ზუსტდება.

ამასთან, კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს ინფორმაციით, კიევის დარნიცკის რაიონში, თავდასხმის შედეგად, არასაცხოვრებელი შენობის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. ქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ, კიევის მაცხოვრებლებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.

თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა კიევის ოთხ რაიონში. წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.

საჰაერო განგაში უკრაინის რამდენიმე რეგიონში გამოცხადდა, კერძოდ, დნეპროპეტროვსკის, ჩერნიგოვის, პოლტავას, სუმის, ჟიტომირის, ზაპოროჟიეს, ჩერკასისა და ვინიცის ოლქებში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე