ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 ახალი ელჩი დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 ელჩის დანიშვნის შესახებ განაცხადა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ზელენსკიმ თქმით, 21 ივლისის დილით შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციის გუნდთან.

პრეზიდენტის ინფორმაციით, მათ დაასრულეს უკრაინის ელჩების კანდიდატების შერჩევის პროცესი და 16 ელჩის დანიშვნა გამოაცხადეს. ზელენსკიმ არ დააკონკრეტა, თუ ვისზეა საუბარი.

„თითოეულისთვის განვსაზღვრეთ პირადი ამოცანები და შედეგების შეფასების კრიტერიუმები. დღესვე ელჩებთან შეხვედრის ფორმატში განვსაზღვრავთ უკრაინული დიპლომატიის ძირითად პრიორიტეტებს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა