აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი, ოფიციალური ვიზიტით საქართველოს სტუმრობს

დღეს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს სტუმრობს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი შეხვდება.

„ვიზიტის ფარგლებში ჯეიჰუნ ბარიამოვი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან.

ჯეიჰუნ ბაირამოვი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს, ასევე, პატივს მიაგებს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის მონუმენტს.

ამასთან, 2025 წლის 21 ივლისს, თბილისში საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, მინისტრების მოადგილეების დონეზე, პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა