აქტივისტ ქეთა დაუდიშვილს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

აქტივისტ ქეთა დაუდიშვილს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

არსებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ, აქტივისტ ქეთა დაუდიშვილს მანდატურის სამსახურის უფროსის, დავით მატიაშვილის შეურაცხყოფის ფაქტზე 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრა.

შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო.

შსს-ს წარმომადგენელი თამთა ქიმბარიშვილი ჯარიმას მოითხოვდა, მაგრამ მოსამართლემ პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო.