ანდრეი სიბიგა - პუტინს მხოლოდ ტრამპის ეშინია

კიევში კიტ კელოგის ვიზიტი იმის დასტურია, რომ პუტინს მხოლოდ ტრამპის ეშინია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.

„შევნიშნე, რომ კიევში მისი ყოფნისას კიევზე რუსი აგრესორის თავდასხმა არ დაფიქსირებულა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ ვისი ეშინია პუტინს. პუტინს მხოლოდ ტრამპის ეშინია“, - განაცხადა ანდრეი სიბიგამ.

მისი თქმით, გასულ კვირას კიევში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ვიზიტით აშშ-ის ადმინისტრაციამ ინფორმაცია პირველ წყაროდან მიიღო.

„ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ რუსულ ნარატივს უნდა დავუპირისპირდეთ, იმას რომ რუსეთი გაიმარჯვებს. არა, რუსეთი ვერ გაიმარჯვებს და უკრაინა არ დამარცხდება“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა