ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი - რუსეთის მიზანი უკრაინელების დაჩოქებაა - ნიდერლანდები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს უკრაინისთვის ამერიკული Patriot-ების მიწოდებაში

ნიდერლანდები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს უკრაინისთვის ამერიკული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაში, - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალები უახლოეს მომავალში დაზუსტდება.

„ჩვენ ასევე თავად მივაწვდით მეტ საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას: საბრძოლო მასალას F16-ებისთვის, დრონების საწინააღმდეგო სისტემებს, რადარებს და ა.შ.“, - აღნიშნა ნიდერლანდების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

ამასთან, ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბრეკელმანსმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის ონლაინ შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ რუსეთის მიზანი უკრაინელების მუხლებზე დაჩოქებაა.

„რუსეთის მიზანი მარტივია: ურყევი უკრაინელები მუხლებზე დააჩოქოს. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. ამიტომ, გვსურს მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის დამატებით უზრუნველყოფაში. ბევრი რამ უკვე გაკეთდა, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. მხოლოდ უკრაინის მიმართ მხარდაჭერის დაუღალავად და მასობრივად გაგრძელებით და რუსეთზე ზეწოლის გაზრდით შეგვიძლია რუსეთის ფედერაცია ვაიძულოთ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს“, - აღნიშნა ბრეკელმანსმა.

მისი თქმით, უკრაინა მთელი ევროპისთვის ფრონტის ხაზს რუსული აგრესიისგან იცავს.

„თუ რუსეთი გარღვევას მოახერხებს, ის მაშინვე დიდ საფრთხეს შეუქმნის ევროპის დანარჩენ ნაწილს და ნატო-ს“, - აღნიშნა ბრეკელმანსმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს