ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები გრძელდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, 23 ივლისის 00:00 საათიდან ორი დღის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება ელენე ახვლედიანის აღმართიდან კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს მიმართულებით და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე არსებული ბენზინგასამართი სადგური „ვისოლის“ მიმდებარე ტერიტორიამდე.

„გარდა ამისა, გადაადგილება შეიზღუდება ელენე ახვლედიანის ხევიდან კოსტა ხეთაგუროვის ქუჩისა და ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს მიმართულებითაც. დროებით გაუქმდება კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის N36-ს მიმდებარედ არსებული ზონალური პარკირება (ლოტი A1679).

ელენე ახვლედიანის აღმართიდან კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე ავტომობილები ალტერნატიული მარშრუტით მოხვდებიან. კერძოდ, ელენე ახვლედიანის აღმართის, მალხაზ აბდუშელიშვილის, ნიკო ლომოურის, ვახტან VI, ვლადიმერ მესხიშვილის, სამრეკლოს, მიხეილ ბუხაიძის, კუმისის, მოსე თოიძის ქუჩების გავლით.

ელენე ახვლედიანის აღმართიდან ნოე ჟორდანიას სანაპიროს მიმართულებით, გადაადგილება შესაძლებელი იქნება: ნიკო ლომოურის, ვახტან VI, ვლადიმერ მესხიშვილის ქუჩების, ავლაბრის მოედნის, ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართისა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე არსებული შუქნიშნიდან ნოე ჟორდანიას სანაპიროს მიმართულებით.

ნოე ჟორდანიას სანაპიროდან ელენე ახვლედიანის აღმართის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება: ბარათაშვილის აღმართის, ავლაბრის მოედნის, ჰამლეტ გონაშვილის, ვახტანგ VI-ს, ვლადიმერ მესხიშვილის, სამრეკლოს და მალხაზ აბდუშელიშვილის ქუჩების გამოყენებით.

შეზღუდვის პერიოდში, ელენე ახვლედიანის ხევიდან კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება ნებადართული იქნება მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, „თბილისი მოლის“ მიმართულებით მოძრავი ავტობუსის მარშრუტი N333, ასევე, N359, N395 ავტობუსები და N462 და N522 მიკროავტობუსები, ელენე ახვლედიანის აღმართსა და დავით სულიაშვილის ქუჩებს შორის არსებულ კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის მონაკვეთში აღარ გაივლიან და ნოე ჟორდანიას სანაპიროს გავლით იმოძრავებენ, შემდეგ კი სვლას დადგენილი მარშრუტით განაგრძობენ. უკუმიმართულებისას იგივე მარშრუტს გამოიყენებენ.

შეზღუდვის პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შოთა გამცემლიძის ქუჩის გადაკვეთაზე მდებარე ტრანსპორტის გაჩერებებს აღარ გაივლის. ამ დროს, მგზავრებს ელენე ახვლედიანის აღმართისა და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მიმდებარედ არსებული გაჩერებებით სარგებლობა შეეძლებათ.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე