პაატა მანჯგალაძე - გიორგი ვაშაძის ინიციატივა უნდა იქცეს სამოქმედო გეგმად, ეს არის ნდობის ახალი შანსი და გამარჯვების რეალური გზა - ეს არა ცარიელი მოწოდება, არამედ მექანიზმია, როგორ ვაწყობთ მძლავრ სისტემურ ერთიანობას

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ერთიანობის შესახებ გიორგი ვაშაძის ინიციატივა რეალურ სამოქმედო გეგმად უნდა იქცეს.

მისივე შეფასებით, ეს არის ნდობის ახალი შანსი და გამარჯვების რეალური გზა.

„დღეს გამოქვეყნებული, გიორგი ვაშაძის სტრატეგია ერთიანობის შესახებ არის დოკუმენტი, სადაც პირველად გვთავაზობენ არა სიტყვებს, არამედ მწყობრ სტრუქტურას, წარმატების გააზრებულ სტრატეგიას.

ეს არ არის ცარიელი მოწოდება: - მოდი, შევთანხმდეთ! ეს არის კონკრეტული მექანიზმი, თუ როგორ ვაწყობთ მძლავრ სისტემურ ერთიანობას.

ეს არ არის მხოლოდ პარტიების დროებითი კოორდინაცია, ეს არის მძლავრი ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობის შექმნა კონკრეტული მექანიზმით.

გიორგი ვაშაძემ და სხვა ლიდერებმა თავიანთი ნაბიჯებით დაამტკიცეს, რომ პრინციპების ერთგულება არა მხოლოდ სიტყვა, არამედ მოქმედებაა.

ნდობა იწყება იქ, სადაც ლიდერები არ გარბიან, არ ეძებენ არარსებულ, ფუჭ, იოლ გზებს - ისინი დგანან ხალხთან ერთად ბოლომდე!

სისტემური, სტრუქტურული ერთიანობა ერთადერთი გზაა გამარჯვებისთვის, დაქსაქსულობა ყოველთვის ნიშნავდა მარცხს, ხოლო ერთიანობა ნიშნავს მეტ ძალას, მეტ ნდობას, მეტ იმედს და რეალურ შესაძლებლობას გამარჯვებისთვის.

ეს ხალხმა იცის - უბრალოდ ჩვენგან პირველ მწყობრ ნაბიჯებს ელოდება.

მზად ვართ ვაკეთოთ ის, რასაც წლებია ხალხი ითხოვს - კომპრომისი, ერთიანობა, მოქმედება, მწყობრი წინააღმდეგობა.

გიორგი ვაშაძის ინიციატივა ერთიანობის შესახებ უნდა იქცეს რეალურ სამოქმედო გეგმად. ეს არის ნდობის ახალი შანსი და გამარჯვების რეალური გზა“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ცნობისთვის, გიორგი ვაშაძე ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ და თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილე 8 პარტიის ბაზაზე, საერთო სახელით, გაერთიანებას სთავაზობს. საპატიმრო დაწესებულებიდან ავრცელებს საკუთარ მოსაზრებას, თუ რა არის საჭირო გამარჯვების მისაღწევად. ვაშაძის შეფასებით, კარგია ე.წ. არჩევნებში არ მონაწილე 8 პარტიის ფორმატი, თუმცა არასაკმარისია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე